საკაბელო ტელევიზიების კავშირი მაუწყებლების ტრანზიტის უფასოდ განხორციელების უფლების დაბრუნებას ითხოვს
საქართველო, თბილისი - 17:10 | 24.10.2017 ნანახია: 1424
საკაბელო ტელევიზიების კავშირი მაუწყებლების ტრანზიტის უფასოდ, ანაზღაურების მიღების გარეშე განხორციელების უფლების დაბრუნებას ითხოვს, რის შესახებაც პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.
როგორც საკაბელო ტელევიზიების წარმომადგენლები განმარტავენ, 2012 წელს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობაში ე. წ. „მასთ ქერის” და „მასთ ოფერის” პრინციპი შევიდა, რაც ერთი მხრივ, ოპერატორებს ავალდებულებდა, რომ საერთო მაუწყებლები შეთავაზებულ ყველა პაკეტში განეთავსებინათ, მეორე მხრივ კი, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შეეძლო უფასოდ, მაუწყებლის ნებართვის გარეშე ასეთი მაუწყებლობის ტრანზიტი განეხორციელებინა.
2013 წელს კი „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ განხორციელდა დამატება, რაც მხოლოდ სავალდებულო ტრანზიტის ცნებას ითვალისწინებს და გულისხმობს იმას, რომ საერთო მაუწყებელს უფლება აქვს, მოთხოვოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, განათავსოს ტელეარხი მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში, ოპერატორი კი ვალდებულია, მისი მოთხოვნა შეასრულოს, მაგრამ თუ ოპერატორს სურს ასეთი არხის ქსელში განთავსება, მას აუცილებლად სჭირდება ნებართვა თავად მაუწყებლისგან, რაც შესაძლოა ფასიანი აღმოჩნდეს. ამ დღეებში ასეც მოხდა, რამდენიმე მაუწყებელმა ოპერატორებისგან ფასიანი ტრანზიტი მოითხოვა, რაც ტრანზიტორი კომპანიების წარმომადგენლებს უსამართლობად მიაჩნიათ.
როგორც საკაბელო ტელევიზიების წარმომადგენლები განმარტავენ, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, „საზოგადოებრივ მაუწყებელსაც“ კი აქვს უფლება, რომ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვოს.
საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და სავალდებულო ტრანზიტის პირობების გადახედვა, რათა თანასწორ პირობებში აღმოჩნდნენ მაუწყებლები და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ყველა მხარის პოზიცია მოისმინეს, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებისგან.
კომიტეტის წევრთა აზრით, პარლამენტში წარდგენილი საკითხი დამატებით შესწავლას და კონსულტაციების გამართვას საჭიროებს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, საკითხი იმდენად მრავალმხრივია, რომ მასზე პოზიციის ჩამოყალიბება კომიტეტის ერთი სხდომის ფარგლებში ვერ მოხდება: „აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ ორ სტრუქტურას შორის დავაზე, გაცილებით სიღრმისეულია ეს საკითხი და ამას დამატებითი კონსულტაციები სჭირდება“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებაზე გადაწყვეტილებების მიღება საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით გადადო.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















