ლედის გაგას ცვილის ფიგურა უცხოპლანეტელ ტარაკანას შეადარეს

საქართველო, თბილისი - 13:06 | 24.10.2017
ნანახია: 1313

პერუს მუზეუმში გამოფენილმა ამერიკელი მომღერლის ლედი გაგას ცვილის ფიგურამ სოციალური ქსელის მომხმარებლები შეაშინა. ამის შესახებ პორტალი High Snobiety წერს.

 „ეს უცხოპლანეტელი ტარაკანის ფიგურაა, რომელმაც მოკლა ლედი გაგა და მისი ტყავი ჩაიცვა“, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

„ლედი გაგას ცვილის ახალი ფიგურა რატომ გამოიყურება ისე, თითქოს მას ჰოსტელისთვის ერთი ევროც არ აქვს?“- აღნიშნავს სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი.

იუზერებმა სკულპტორის გაძევება მოითხოვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე