შს მინისტრი უმსხვილესი იაპონური ფონდის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 09:38 | 24.10.2017 ნანახია: 1137
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, უმსხვილესი იაპონური ფონდის - „ნიპონის“ თავმჯდომარეს, იოჰეი სასაკავას შეხვდა. ფონდის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საზღვაო სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
გიორგი მღებრიშვილმა იოჰეი სასაკავას ტოკიოში გამართულ სანაპირო დაცვის გლობალურ სამიტში საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენელების მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, შევხვედროდით 30-ზე მეტი ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებს და გვემსჯელა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. მოგეხსენებათ, სასაზღვრო პოლიცია ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი უწყებაა. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რათა დამატებითი რესურსები იქნას მოზიდული,“ - აღნიშნა შს მინისტრმა.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა იოჰეი სასაკავას შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შს მინისტრმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის შესახებ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალურია. აღნიშნული ცენტრი საზღვაო უშიშროების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპონენტში ჩაბმულ 11 სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას აერთიანებს.
„ჩვენი მიზანია საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი წარმოადგენდეს ინფორმაციის აკუმულაციის, ანალიზისა და ურთიერთგაზიარების არა მხოლოდ ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო ჰაბსაც. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საერთო გამოწვევებს ერთიანი ძალებით უნდა ვებრძოლოთ. შესაბამისად, მზად ვართ ჩვენს პარტნიორებს საზღვაო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. საქართველოს შს მინისტრმა სანაპირო დაცვის ინსტიტუციური განვითარების კუთხით ფონდ „ნიპონთან“ თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















