საჩხერის ,,ჩიხურას” მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა - დაშავებულია ერთი ფეხბურთელი

საქართველო, თბილისი - 12:15 | 23.10.2017
ნანახია: 1305

საფეხბურთო კლუბ საჩხერის ,,ჩიხურას" კუთვნილი მიკროავტობუსი ხაშურთან გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.

ავტობუსში კლუბის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, რომლებიც გასვლითი მატჩიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ფეხბურთელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 


პოლიტიკა