ცესკომ 6 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტური დაანონსა
საქართველო, თბილისი - 17:10 | 22.10.2017 ნანახია: 1417
წინასწარი შედეგების მიხედვით, ცესკომ 6 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტური უკვე დაანონსა. ხმების დათვლის პირველადი შედეგები ცოტა ხნის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წარმოადგინა.
საოლქო კომისიებში ამ დროისთვის 309 საჩივარი შევიდა, რომლის განხილვაც მომდევნო 2 დღის განმავლობაში მოხდება.
„საარჩევნო ოლქები გახლავთ, წინასწარი მონაცემების მიხედვით, სავარაუდო მეორე ტურებისთვის #29 ყაზბეგი, #35 ხაშური, #36 ბორჯომი, #60 ოზურგეთი, #59 ქუთაისი და ასევე #65 მარტვილი. როდესაც გვექნება საბოლოო შემაჯამებელი შედეგები, ჩვენ შეგვეძლება, რომ დავნიშნოთ მეორე ტური, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ინიშნება არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 25-ე დღის. ეს ვადა შეიძლება იყოს უკიდურესი რაც გაწერილია ცესკოს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში 15 ნოემბერი, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ უკიდურესი ვადა იყოს გამოყენებული,“ - აცხადებს თამარ ჟვანია.
თბილისში, სულ 737 უბნიდან, მხოლოდ 3 უბანი დარჩა დასათვლელი. წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.
ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძეს, 51,13 % აქვს. 17.49 % აქვს დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს. ნაციონალური მოძრაობისკანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, ამომრჩეველთა ხმების 16.53 % მიიღო.
ევროპული საქართველო, ელენე ხოშტარია - თითქმის 7.12%; პატრიოტთა ალიანსი,ირმა ინაშვილი - 3.2%-მდე; გიორგი ვაშაძე - 1.95%, კახა კუკავა - 1.26%; გიორგი გუგავა - 0,96 %.
თბილისში პროპორციულ არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა ხმების 53% „ქართულმა ოცნებამ“ დააგროვა. მეორე ადგილს იკავებს ნაციონალური მოძრაობა 17 %-ით
ევროპული საქართველო - 9%; პატრიოტთა ალიანსი - 5%; ლეიბორისტული პარტია- თითქმის 4%; გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო - 3.35 %; დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო - 3.14%.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















