მომავალი წლიდან აჭარას დაგეგმილი ღონისძიებების ერთიანი კალენდარი ექნება
საქართველო, თბილისი - 13:10 | 13.11.2015 ნანახია: 1846
მომავალ წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით რეგიონში დაგეგმილი ივენთების ერთიანი კალენდარი შეიქმნება.
როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი განმარტავს, ერთიანი კალენდარი თავს მოუყრის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებს, რის საფუძველზეც ტურისტს აჭარაში დასვენების დაგეგმვა უფრო გაუმარტივდება.
„ერთიანი კალენდარის შექმნის ინიციატივა დეპარტამენტს ეკუთვნის და ამის შესახებ მთავრობაც ჩავაყენეთ საქმის კურსში. მთავრობამ შესაბამისი განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც ყველა სამთავრობო უწყება თავის ბალანსზე არსებული საშემსრულებლო-სახელოვნებო ჯგუფების ღონისძიებების შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას და ეს ინფორმაცია შემდეგ გაერთიანებული იქნება და დაიტანება ერთიან კალენდარში. ჩვენ კი კალენდრის პოზიციონირებას მოვახდენთ, როგორც ჩვენი ვებგვერდის და ასევე სარეკლამო კამპანიების საშუალებით. მას შემდეგ რაც ღონისძიებები ერთიან კალენდარში გვექნება კონსოლიდირებული, ამის შემდეგ ჩვენ ამ ყველაფერს კერძო სექტორს შევთავაზებთ. მოგეხსენებათ დაგეგმვისა და ინფორმირებულობის კუთხით საქართველოში პრობლემები გვაქვს. დაგეგმვის თვალსაზრისით წინასწარ არ ვიცით ღონისძიებების შესახებ და ვიგებთ საკმაოდ გვიან. შესაბამისად ძნელია ამ ინფორმაციის მიწოდება ტურისტისთვის. ტურისტიც წინასწარ ვერ საზღვრავს და ვერ ითვალისწინებს ამ შეთავაზებებს და ცხადია დასვენების დაგეგმვას ამ ღონისძიებებს ვერ ამთხვევს. ერთიან კალენდართან ერთად, კერძო სექტორს მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიის წარმოებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტსაც შევთავაზებთ, რაც საბოლოო ჯამში მათ დაინტერესებას გაზრდის“, – აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი.
დეპარტამენტის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ ერთიან კალენდარში წლის განმავლობაში 300-400 ღონისძიება მოიყრის თავს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















