ჩუგოშვილმა და ფრუიძემ განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართეს
საქართველო, თბილისი - 18:40 | 17.10.2017 ნანახია: 1345
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა და ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირინე ფრუიძემ განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს იმ მოთხოვნების შესახებ, რომელსაც უნდა პასუხობდეს ინიცირებულ კანონპროექტზე თანდართული სრულყოფილი და დახვეწილი განმარტებითი ბარათი; განიხილეს რეკომენდაციები, როგორც მთლიანად განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის, ასევე, მისი ფინანსური გავლენის ნაწილის გაუმჯობესების მიზნით; მიმოიხილეს განმარტებითი ბარათის შესახებ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, განმარტებითი ბარათი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც თან ერთვის ყველა კანონპროექტს. მისი თქმით, დღეს არსებულ განმარტებით ბარათებთან დაკავშირებით არსებობს ბევრი ხარვეზი.
„ხშირია შემთხვევები, როცა განმარტებითი ბარათები ფორმალურად არის შევსებული და რეალურად არ ასახავს იმ ინფორმაციას, თუ რა გავლენას მოახდენს ინიცირებული კანონპროექტი ბიუჯეტზე ან ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. ჩვენი მიზანია, ეს ხარვეზები აღმოვფხვრათ და დაიხვეწოს განმარტებითი ბარათი იმდენად, რომ ნებისმიერ ინიცირებულ კანონპროქტთან დაკავშირებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, ზუსტად რა იცვლება, რა შედეგი დადგება, როგორ მოაგვარებს კანონპროექტი კონკრეტულ პრობლემას, რა გავლენას იქონიებს ბიუჯეტზე, რა გავლენა ექნება საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით თუ ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით.", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეს, ირინე ფრუიძეს მიაჩნია, რომ განმარტებითი ბარათის სტრუქტურის და შინაარსის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია როგორც საკანონმდებლო, ასევე, საზედამხედველო ფუნქციის სრულყოფილად განსახორციელებლად. მისი შეფასებით, განმარტებითი ბარათის არსებული ფორმა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დეპუტატებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღონ კანონპროექტის შესახებ.
„სწორედ ამიტომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და ვფიქრობთ, რომ მივიღებთ ბევრად უფრო დეტალურ და შინაარსობრივად გამართულ განმარტებით ბარათს", - აღნიშნა ირინე ფრუიძემ.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება.
„საბოლოო ჯამში შევჯერდებით იმ ვერსიაზე, რომელიც ყველაზე საინტერესო და მისაღები იქნება ჩვენთვის", - აღნიშნა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.
როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, სამუშაო ჯგუფის შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება. თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, შეხვედრების შედეგად მიღებული ვერსია ინიცირებული იქნება საქართველოს პარლამენტში და ცვლილებები აისახება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში".
„იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში ჩვენ მის ინიცირებას შევძლებთ", - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში. ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ IDFI-ისთან თანამშრომლობით.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















