პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეების რეაბილიტაციას რამდენიმე მილიონი ლარი დასჭირდება - კობახიძე
საქართველო, თბილისი - 16:47 | 17.10.2017 ნანახია: 1337
„წინასწარი გაანგარიშებით, ყველა სამუშაოს, მთლიანობაში, რამდენიმე მილიონი ლარი დასჭირდება. თუმცა, ეს არის მხოლოდ წინასწარი გაანგარიშება. შესაბამისი სამუშაოები მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეების რეაბილიტაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაბამისი კომისია უკვე შექმნილია და მუშაობა მიმდინარეობს.
„წინასწარი გეგმით, საუბარია რამდენიმე მილიონზე, რომელიც როგორც ქუთაისის, ასევე, თბილისის შენობაზე უნდა დაიხარჯოს. პარლამენტის ქუთაისის სასახლე დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას საჭიროებს, იქიდან გამომდინარე, რომ რეაბილიტაციას საჭიროებს პირველ რიგში, გადახურვა, მათ შორის, შუშის კონსტრუქცია, საიდანაც წყალიც კი ჟონავს წვიმის შემთხვევაში. ამ კუთხით არის საკმაოდ მძიმე ვითარება. გარდა ამისა, საჭიროა მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობაა ქუთაისში შენობის გარშემო და ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, პარკის მოწყობა შენობის მიმდებარედ, რომელიც მოემსახურება არა მარტო პარლამენტის წევრებს და თანამშრომლებს, არამედ, მთლიანად, ქუთაისის მოსახლეობას“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, კონკრეტული სამუშაო სივრცეების შექმნის მიზნით, პარლამენტის თბილისის სასახლეში ერთ-ერთი ფლიგელის რეაბილიტაცია იგეგმება.
„ასევე, თბილისში იგეგმება ერთ-ერთი ფლიგელის რეაბილიტაცია იმისთვის, რომ იქ კონკრეტული სამუშაო სივრცეები შეიქმნას, მათ შორის, საკონფერენციო სივრცეები, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ.
წინასწარი გაანგარიშებით, ყველა სამუშაოს, მთლიანობაში, 4.5 მლნ ლარი დასჭირდება, თუმცა, ეს არის მხოლოდ წინასწარი გაანგარიშება. ეს არის ყველა პროექტის ერთობლიობა. დანარჩენზე აპარატი მუშაობს, შესაბამისი კომისიაა შექმნილი და ისინი მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას ტენდერებთან დაკავშირებით. შესაბამისი სამუშაოები მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















