,,MISS WORLD 2017”-ის ფინალურ შოუზე საქართველოს ქეთი შეყელაშვილი წარადგენს
საქართველო, თბილისი - 17:50 | 16.10.2017 ნანახია: 3719
საქართველოში „მის მსოფლიოს“ ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელის კომპანია „იმიჯ ცენტრის“ ინფორმაციით, წელს სილამაზის საერთაშორისო კონკურსის ,,MISS WORLD 2017”-ის გრანდიოზული ფინალური შოუ 18 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ სანიაში გაიმართება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოში ტელეკომპანია „ტვ პირველი“ უზრუნველყოფს.
წლის ყველაზე პრესტიჟულ სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარადგენს „იმიჯ ცენტრის“ მოდელი, “ვიცე მის საქართველო 2016”, 23 წლის ქეთი შეყელაშვილი.
“მის მსოფლიო 2017”-ის ფინალზე 100-ე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იწონებს თავს და მათი შეფასება და ხმის მიცემა შესაძლებელია მის მსოფლიოს ოფიციალურ ვებ გვერდზე და სოციალური ქსელების მეშვეობით:
ტრადიციულად, საქართველოს წარმომადგენლის ჩაცმულობაზე ზრუნავს მოდის სახლი "მარიონელა", რომელიც სპეციალურად მსოფლიო ფინალისთვის ამზადებს საღამოს კაბას და ნაციონალურ სამოსს. კომპანია "მარიონელას" მიერ შექმნილ საღამოს კაბას შეფასებს სპეციალური ჟიური ნომინაციაში “ საუკეთესო დიზაინის კაბა” ( Best Design Award ).
საერთაშორისო კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსანტებს აგრეთვე ელით სხვადასხვა წინაშესარჩევღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, რის მიხედვითაც ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში, რომლებიც ავტომატურად მოხვდებიან საპატიო ტოპ 20-ში:
Miss World Talent- მის ტალანტი
Miss World Fashion – Top Model-მის ტოპ მოდელი
Miss World Multi-Media Award-ხალხის რჩეული (სოციალური ქსელების მეშვეობით ვლინდება)
Miss World Top Fitness / Sports-მის ფიტნესი/სპორტი
Miss World Beauty with a Purpose-მის ქველმოქმედება
მის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ საქველმოქმედო პროექტი “სილამაზე სიკეთისათვის”. ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლამაზმანები ახორციელებენ განსხვავებული მიმართულების საქველმოქმედო ღონისძიებებს, რის შედეგადაც ვლინდება “მის ქველმოქმედება”. კონკურსის დროს სპეციალური ჟიურის მიერ ფასდება ჩატარებული საქველმოქმედო პროექტები და ფინალურ ღონისძიებაზე სახელდება გამარჯვებული ამ ნომინაციაში.
შეგახსენებთ, რომ სილამაზის კონკურსი “მის საქართველო” კომპანია “იმიჯ-ცენტრი”-ს ორგანიზებით ყოველწლიურად წარმატებით ტარდება ჩვენს ქვეყანაში და მის საქართველო 2017-ის ფინალური შოუ წელს ნოემბრის ბოლოს, ბათუმში გაიმართება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















