საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე იმსჯელეს
საქართველო, თბილისი - 15:49 | 16.10.2017 ნანახია: 1394
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია რომში, იტალიის პრეზიდენტის კვირინალეს სასახლეში გაიმართა.
შესრულდა საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები. იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ გიორგი მარგველაშვილს კვირინალეს სასახლე დაათვალიერებინა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო - იტალიის ორმხრივი ურთიერთობების და საერთაშორისო ფორმატებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და ვრცელი საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებისა და საქართველოს პარტნიორების მხრიდან მისი უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისათვის, სადაც იტალია 2 დამკვირვებლითაა წარმოდგენილი.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს პროცესში გამოხატული მხარდაჭერისათვის.
შეხვედრაზე განიხილეს ასევე საქართველო- იტალიის თანამშრომლობის საკითხები უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში. იტალიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები 2015 წლიდან თანამშრომლობენ ორმხრივი თანამშრომლობის წლიური გეგმების ფორმატში, რაც ძირითადად მოიცავს ექსპერტთა შეხვედრებს და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა მიმართულებით - ინფორმაციული ტექნოლოგიების, სტრატეგიული კომუნიკაციების, განაღმვის, სამხედრო პოლიციის და განათლების საკითხებს. გამოითქვა მზადყოფნა თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების შესახებ.
აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლის მნიშვნელობა და გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.მხარეებმა იმსჯელეს ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტის -TAP მნიშვნელობისა და ამ პროექტში საქართველოს როლის შესახებ.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ქართველ და იტალიელ ხალხებს შორის არსებული ისტორიული და საუკუნოვანი კავშირების გააქტიურებასა და განვითარებას ხელშეწყობა სჭირდება. ამ თვალსაზრისით კი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება აუცილებელია განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში, სადაც ძალიან მზარდი დინამიკა შეინიშნება.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















