მესი მესამე შვილს ელოდება

საქართველო, თბილისი - 10:41 | 16.10.2017
ნანახია: 1978

ლიონელ მესის ცოლი მესამე ბავშვს ელოდება. სასიხარული სიახლე მან თაყვანისმცემლებს Instagram-ით გაუზიარა. ანტონელა როკუცომ თავის გვერდზე განათავსა ფოტო, რომელზეც ის ქმართან და შვილებთან ერთად არის აღბედჭდილი და მომრგვალებულ მუცელს აჩვენებს.

ფოტოს დართული აქვს წარწერა: „ხუთკაციანი ოჯახი“.

ლიონელ მესი და ანტონელა როკუცო წელს ივლისში დაქორწინდნენ. ცერემონია „ბარსელონას“ თავდამსხმელის მშობლიურ ქლაქ როსარიოში გაიმართა. მას 250-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის მესის თანაგუნდელებიც.

ფეხბურთელი ცოლთან ერთად უკვე ზრდის ორ ვაჟს: 4 წლის ტიაგოსა და 2 წლის მათეოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე