ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ რომში ოპერაცია გაიკეთა

საქართველო, თბილისი - 10:02 | 13.10.2017
ნანახია: 1766

საფეხბურთო კლუბ მოსკოვის ,,სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ იტალიის დედაქალაქ რომში ოპერაცია გაიკეთა. 

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ტრავმა რუსეთის ჩემპიონატში ,,ანჟის" წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა.

ქირურგიული ჩარევა 2 საათს გაგრძელდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება მოედანს ქართველი ფეხბურთელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე