დაგროვებითი პენსია ორიენტირებულია მომავალზე, რომელიც სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს - აკაკი ზოიძე
საქართველო, თბილისი - 14:43 | 12.10.2017 ნანახია: 1903
„დაგროვებითი პენსია ორიენტირებულია მომავალზე, რომელიც სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს“ - ასეთია პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის შეფასება საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა განიხილოს.
მართალია, მთავრობას „საპენსიო რეფორმის“ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში ჯერ არ გადაუგზავნია და ძირითადი პარამეტრები განსაზღვრული არ არის, თუმცა ცნობილია ის, რომ კანონპროექტი შეეხება როგორც, „დაგროვებით პენსიას“, ისე პენსიის ზრდის მექანიზმს. როგორც აკაკი ზოიძე აცხადებს, „დაგროვებითი პენსია“, ქვეყანაში შექმნის ღირსეულ საპენსიო სისტემას. „დაგროვებითი პენსიის“ პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: ადამიანმა ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან გარკვეული თანხა გადადოს „ყულაბაში,“ რომელსაც სახელმწიფოსა და დამქირავებლის დანამატიც დაემატება.
„მართალია, კანონპროექტი პარლამენტში ამ ეტაპზე არ შემოსულა და ამ ეტაპზე საბოლოო დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ძირითადი პრინციპები ცნობილია. საუბარია, რომ ადამიანები ყოველთვიურად გადაიხდიან გარკვეულ თანხას და ამ პროცესის თანამონაწილე იქნება როგორც დამსაქმებელი ისე სახელმწიფო. თანამონაწილეობის პროპორცია იქნება შემდეგი: ერთ მესამედს „გადადებს“ ადამიანი საკუთარი ხელფასიდან, მეორე მესამედს გადაიხდის დამსაქმებელი და მესამე მესამედს კი სახელმწიფო. ეს თანხა დაგროვდება ამ ადამიანის „ანგარიშზე“ და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა საპენსიო ასაკის გახდება, გაცილებით მაღალ პენსიას მიიღებს, ვიდრე დღეს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება როგორც სამუშაო წლების, ისე ხელფასის ოდენობაზე. მნიშვნელოვანია, რომ პენსია მხოლოდ კონკრეტული ადამიანის გადადებულ ხელფასზე არ იქნება დამოკიდებული. მაგალითად, თუ პირობითად ვისაუბრებთ ხელფასიდან 2%-ის გადადებაზე, ამ თანხას დაემატება 2% დამქირავებლის ყულაბიდან და 2% სახელმწიფოს ყულაბიდან. ჯამში, პენსიონერი მიიღებს 2-ჯერ მეტ თანხას, ვიდრე მხოლოდ საკუთარი სახელფასო შემოსავლიდან რომ დაეზოგა”, - აცხადებს ზოიძე.
პროქტის მიხედვით „დაგროვებით პენსიაზე“ გადასვლა ნებაყოფლობითი იქნება. თუმცა, თუ კონკრეტული დასაქმებული გადაწყვეტს „ყულაბაში“ გადადოს საპენსიო თანხა, სახელმწიფო და დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ანალოგიური პროცენტული მაჩვენებელი დასაქმებულს თავადაც დაუმატონ.
„თქვენი მხრიდან ნებაყოფლობითია გადადებთ თუ არა საპენსიო დანაზოგს, მაგრამ სახელმწიფო და დამსაქმებელი ვალდებულია, თუ თქვენ გაიღებთ ამ თანხას, მათაც გადაიხადონ და პირობითად, 2-2 პროცენტი დაგიმატონ“ - აცხადებს აკაკი ზოიძე. მისივე შეფასებით, ეს არის მომავალზე ორიენტირებული პროექტი და სახელმწიფომ უნდა შეძლოს, მოსახლეობას დაანახოს, რომ ეს არის სანდო და მომგებიანი ინვესტიცია.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არ ჩაერთვებიან „დაგროვებითი პენსიის“ სისტემაში, ამ შემთხვევაში, ისინი იმ სოციალურ პენსიას მიიღებენ, რაც სახელმწიფოსგან იქნება დადგენილი, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
საპენსიო რეფორმა არა მარტო მომავალზე ორიენტირებულ დაგროვებით საპენსიო სისტემას შეეხება, არამედ ასევე გაითვალისწინებს დღევანდელი პენსიონერებისათვის პენსიის ინდექსირების, ანუ პენსიის მატების მექანიზმის შექმნას, რომელიც განსაზღვრავს როგორ მოიმატებს პენსია ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მიხედვით. ანუ, მხოლოდ წინასაარჩევნოდ პენსიების მატების ნაცვლად, მკაფიოდ და პროგნოზირებადად განსაზღვრება, როდის და რამდენით მოხდება პენსიის მატება ყოველწლიურად შესაბამისი ეკონომიკური ზრდის, და/ან ფასების მატების პირობებში.
საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















