ემინემმა ტრამპი თავის ახალ სიმღერაში დაამცირა

საქართველო, თბილისი - 14:25 | 11.10.2017
ნანახია: 1588

რეპერმა ემინემმა თავის თაყვანისმცემლებს ულტიმატუმი წაუყენა: ან მისთვის დაეჭირათ მხარი ან დონალდ ტრამპისთვის. ჰიპ-ჰოპის შემსრულებელმა ჩაწერა სიმღერა, რომელშიც მკაფიოდ აკრიტიკებს პრეზიდენტის მიერ გატარებულ პოლიტიკას. კლიპი, რომელიც ავტოსადგომზეა გადაღებული, YouTube-ზე გამოქვეყნდა.

ემინემმა ტრამპს კამიკაძე უწოდა, „რომელიც სავარაუდოდ ბირთვულ ჰოლოკოსტს გამოიწვევს“, მან ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტის სურვილი ჩრდილოეთ კორეასთან ომის დაწყების შესახებ.

 „რასიზმი ერთადერთია, რითიც ის ცნობილია“, - ამბობს მომღერალი თვის რეპში.

ვიდეოს ბოლოს ემინემი შუა თითს აჩვენებს მათ, ვინც დონალდ ტრამპის პოლიტიკას უჭერს მხარს. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თავის თავს რეპერის შემოქმედების თაყვანისმცემელს უწოდებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე