საქართველოს მოქალაქეებმა 2017 წელს უფრო მეტი იციან ევროკავშირის შესახებ ვიდრე 2009 წელს - ევროპის ფონდი
საქართველო, თბილისი - 17:55 | 09.10.2017 ნანახია: 1259
2017 წლის 10 ოქტომბერს, 13:00-15:00 საათზე, ევროპის ფონდი გამართავს კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში, 2009 – 2017 წლები“.
პრეზენტაცია გაიმართება სასტუმრო "თბილისი მარიოტის" წვეულებათა დარბაზში (რუსთაველის გამზ. #13, თბილისი). ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში შეფასებულია ევროკავშირის მიმართ საზოგადოების ცოდნა და დამოკიდებულება. 2009, 2011, 2013, 2015 და 2017 წლების კვლევების შედეგების შედარების საფუძველზე, ანგარიშში ასევე შეფასებულია, თუ როგორ იცვლებოდა მოსახლეობის შეფასებები, მოლოდინები და იმედები ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით.
ანგარიშს წარმოადგენს და აუდიტორიის შეკითხვებზე პასუხს გასცემს ევროპის ფონდის პრეზიდენტი, ქალბატონი ქეთევან ვაშაკიძე. კვლევის შედეგებზე კომენტარებს გააკეთებენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ბატონი კარლო ნატალე, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ქალბატონი მარტინა ქუიქი და ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ბატონი იოჰანეს დოუმა. 2017 წლის გამოკითხვის ზოგიერთი მიგნებაა: საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირი დემოკრატიასთან ასოცირდება. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებებს, რომ ევროკავშირი მშვიდობისა და უსაფრთხოების წყაროა ევროპაში და რომ ესაა დემოკრატიული გაერთიანება, რომელიც მის არაწევრ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს.
საქართველოს მოქალაქეებმა 2017 წელს უფრო მეტი იციან ევროკავშირის შესახებ ვიდრე 2009 წელს იცოდნენ. თუმცა, საყურადღებოა, რომ მოსახლეობის ცოდნის დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალია ისეთი საკითხების თაობაზე, როგორებიცაა ევროკავშირის ინსტიტუტები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმებები და ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული კონკრეტული პროექტები.
როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ცოდნის დონე ძალიან განსხვავებულია ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის. ამ კუთხით, განსაკუთრებით თვალში საცემია განსხვავებები თბილისის მოსახლეობასა და თბილისს გარეთ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის.
საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა თვლის, რომ ევროკავშირის შესახებ საკმარის ინფორმაციას არ იღებს. კერძოდ, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ ისურვებდა ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
მოქალაქეთა უმრავლესობის აზრით, სწორედ ევროკავშირს შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებზე და რუსეთზე უკეთ დაეხმაროს საქართველოს. თუმცა, ამ მოსაზრებას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი არ იზიარებს. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანას სჭირდება ის დახმარება, რომელსაც მას ევროკავშირი უწევს. თუმცა, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების ძირითად მიმღებად მოსახლეობა საქართველოს პოლიტიკურ ელიტას მიიჩნევს და არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ეს დახმარება ყოველთვის მიზნობრივად იხარჯება.
2015 წელს 62%-მდე შემცირებული ევროინტეგრაციის პირდაპირ მხარდამჭერთა წილი კვლავ 71%-ამდე გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირისადმი დამოკიდებულება საქართველოში უაღრესად დადებითია, ხოლო ევროინტეგრაციის მხარდაჭერა - უაღრესად ძლიერი.
ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაში დღეს არსებული ვითარება ყველაზე ხშირად (59%) სახელდება იმ ფაქტორად, რომელიც საქართველოს განსაკუთრებულად უშლის ხელს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი; რასაც სიხშირით მოსდევს ქვეყანაში კანონის უზენაესობის კუთხით არსებული მდგომარეობა, ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა და ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები.
მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა საკმაოდ ინფორმირებულია, მოსახლეობის მხოლოდ 16%-ია დარწმუნებული, რომ უვიზო რეჟიმით სარგებლობას უახლოესი 12 თვის განმავლობაში შეძლებს.
2009 წლის შემდეგ თითქმის უცვლელი რჩება როგორც ქართულენოვანი, ისე უმცირესობების წარმომადგენელი მოსახლეობის წილი, ვინც მთავრობას აღიქვამს როგორც „მშობელს“ და არა როგორც ხალხის მიერ დაქირავებულს. კვლევა ჩაატარა CRRC საქართველომ, ევროპის ფონდის დაკვეთით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida), საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) მხარდაჭერით.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















