თელავი-გურჯაანის ავტომაგისტრალზე, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა

საქართველო, თბილისი - 12:25 | 05.10.2017
ნანახია: 1335

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავი-გურჯაანის ავტომაგისტრალზე - სოფელ ნასამხრალში ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

მანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. 

პოლიციამ იგი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე