მარინა ჯანაშია მძიმე ავადმყოფობის შემდეგ სცენას უბრუნდება

საქართველო, თბილისი - 12:08 | 05.10.2017
ნანახია: 7380

საქართველოს დამსახურებული არტისტი მარინა ჯანაშია მძიმე ავადმყოფობის შემდეგ სცენას დაუბრუნდა.  წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ცნობილი მსახიობი 2017 წლის 5 ოქტომბერს რონალდ ჰარვუდის „მოხუც ჯამბაზებში“ ითამაშებს. (რეჟისორი გოჩა კაპანაძე).

„რა ბედნიერებაა თეატრი, რა ბედნიერებაა ამდენი ხნის პერიპეტიის შემდეგ დაბრუნება.. ასეთი დიდი სიყვარულის საბურველში გახვევა. ამისთვის მართლაც ღირს ცხოვრება.

მაშინაც კი, როდესაც აღარაფრის იმედი იყო, ჩემი გონება თეატრში ტრიალებდა..“ - მარინა ჯანაშია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე