„არა ფობიას!“ - წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობების გაძლიერების შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 11:58 | 04.10.2017 ნანახია: 1276
„არა ფობიას!“ - წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობების გაძლიერების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, მმართველი პარტიის მიერ ჰომოფობი და ქსენოფობი კანდიდატების დასახელება, ეჭქვეშ აყენებს მათ მიერვე დეკლარირებულ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისადმი ერთგულებას.
,,არა ფობიას!" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", საჯაროდ დააფიქსიროს მისი ნეგატიური დამოკიდებულება ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტების მიმართ და გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით.
,,სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციები გამოვთქვამთ შეშფოთებას წინასაარჩევნო პერიოდში ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამოხატვის შემთხვევების მატებასთან და პოლიტიკური გაერთიანებების მიერ საკუთარ საარჩევნო სიაში ისეთი კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოირჩევიან არაშემწყნარებლური რიტორიკით.
მმართველმა პარტიამ თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის დეპუტატობის კანდიდატებად დაასახელა მიხეილ მესხი და ბექა სივსივაძე. მიხეილ მესხი 2010 წელს 7 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსტიტთან გამართულ აქციაზე აქტიურად იყენებდა სიძულვილის ენას, სკანდირებდა და ღიად მოუწოდებდა თანამოაზრეებს ჰომოფობიური ფრაზებით, ხოლო ბექა სივსივაძეს, რომელიც გაზეთ "ასავალ-დასავლის" ჟურნალისტი იყო, წარსულში არაერთხელ გაუკეთებია ქსენოფობიური განცხადებები თურქეთის მოქალაქეების მიმართ. თავად გაზეთი ასავალ-დასავალი კი არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხვა ანგარიშებში როგორც ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დამრღვევი და ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებების გამავრცელებელი გამოცემა.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია დიმიტრი ლორთქიფანიძისა და კახა კუკავას საერთო წინასაარჩევნო ვიდეო რგოლი, რომელიც უფასო პოლიტიკური რეკლამის სახით გადის ტელესივრცეში. ვიდეო რგოლი გაჯერებულია ქსენოფობიური ნარატივით, სადაც კანდიდატების ერთ-ერთ ძირითად წინასაარჩევნო დაპირებას მუსლიმი აღმსარებლობის ქალებისათვის, რომლებიც რელიგიურ ატრიბუტიკას „ჰიჯაბს" ატარებენ საჯარო სივრცეებში გადაადგილების შეზღუდვას მოიცავს, რაც ცალსახად ხელს უწყობს საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობების გაძლიერებას და არსებითად ეწინააღმდეგება დემოკრატიული, პლურალური, სოლიდარული საზოგადოების მშენებლობას და იმ ღირებულებათა წესრიგს, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული საერთაშორისო აქტებით.
ჩვენთვის ცხადია, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს უფლება საკუთარ სიაში ჰყავდეს ჰომოფობი ან/და ქსენოფობი კანდიდატები. ის ფაქტი რომ "ქართული ოცნება" მმართველი პარტიაა, მას არ ართმევს ამ უფლებას, თუმცა ღიად გაცხადებულ დასავლურ ღირებულებებისა და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებების მხარდაჭერასთან ერთად, გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს მას სხვა ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით, რომელთა მხრიდანაც სისტემატიურად ხდება ქსენობოფობიური და ჰომოფობიური რიტორიკის გამოყენება და ეს მათი პოლიტიკური იდეოლოგიის ნაწილს წარმოადგენს.
მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის მიერ ხსენებული კანდიდატების დასახელება, ეჭქვეშ აყენებს მათ მიერვე დეკლარირებულ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისადმი ერთგულებას. მსგავსი ქმედებებით ხელისუფლება არა თუ უპირისპირდება დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენას, არამედ პირიქით, ერთგვარად ახალისებს ქსენოფობიასა და ჰომოფობიას, რამდენადაც ასეთი კანდიდატების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მოსვლით შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუარესდეს უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობა.
გამომდინარე ზემოთქმულიდან მოვუწოდებთ პოლიტიკურ გაერთიანება "ქართულ ოცნებას", საჯაროდ დააფიქსიროს მისი ნეგატიური დამოკიდებულება ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტების მიმართ და გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით.
ასევე მოვუწოდებთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თითოეულ პოლიტიკურ გაერთიანებას, დამოუკიდებელ კანდიდატებს და სხვა საჯარო პირებს უარი თქვან სიძულვილის ენის გამოყენებაზე და წინასაარჩევნო კამპანიისას თვითრეგულირების ფორმატში რეაგირება მოახდინონ შეუწყნარებლობის ნებისმიერ გამოვლინებაზე, რათა ცალკეული ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობა არ აქციონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და ელექტორალური შედეგის მიღწევის საშუალებად", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
თანასწორობის მოძრაობა
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდი (ISFED)
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















