ტატუმ მოხატვიდან რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლოა დაავადება გამოიწვიოს

საქართველო, თბილისი - 15:36 | 03.10.2017
ნანახია: 1666

ტატუმ შესაძლოა დაავადება  მოხატვიდან რამდენიმე წლის შემდეგაც გამოიწვიოს. ამის შესახებ ჟურნალი Annals of Internal Medicine წერს.
ავსტრალიაში ერთ-ერთ საავადმყოფოს 30 წლის ქალმა მიმართა. ის ლიმფური კვანძების გადიდებას უჩიოდა და ონკოლოგიური დაავადების გამორიცხვა სურდა.

ექიმებმა ლიმფომა ივარაუდეს, თუმცა დეტალური გამოკვლევის შემდეგ დაადგინეს, რომ ლიმფური კვანძები შეღებილი ოყო შავი პიგმენტებით.

 ექიმები მიიჩნევენ, რომ პაციენტის იმუნურმა სისტემამ რეაქცია მოახდინა ტატუზე, რომელიც ქალმა 15 წლით ადრე გაიკეთა.  

ლიმფური კვანძები ასრულებენ ორგანიზმის ბიოლოგიური ფილტრის როლს, ინფექციის მოხვედრის შემდეგ კი ანთებითი პროცესი იწყება.

ექიმები მანამდეც არაერთხელ შეხვედრიან მსგავს შემთხვევებს, თუმცა საუბარი ყოველთვის ახალ ტატუს შეეხებოდა.

ლიმფური კვანძების ამოკვეთის შემდეგ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე