პირველად საქართველოში ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია გაიმართება
საქართველო, თბილისი - 11:41 | 12.11.2015 ნანახია: 2662
პირველად საქართველოში ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია გაიმართება. გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ღონისძიება 2016 წლის 7-9 სექტემბერს კახეთში ჩატარდება. გადაწყვეტილება ოფიციალურად ლონდონში გამართული საერთაშორისო გამოფენაზე ცნობილი გახდა ცნობილი, სადაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა თალებ რიფაიმ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
„ღვინის ტურიზმი წარმოადგენს მზარდი სეგმენტს, მოთხოვნის დივერსიფიკაციის უდიდესი შესაძლებლობებით. საქართველოს შემთხვევაში ეს პოტენციალი კარგად ცნობილია და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ თქვენს ქვეყანაში პირველად იმართება ღვინის ტურიზმის მსოფლიო კონფერენცია. ამ კონფერენციის შესახებ განცხადება ჩვენ სწორედ ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე გავაკეთეთ, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული გამოფენა. ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც დიდი ალბათობით ღვინის სამშობლოდ არის მიჩნეული. ეს არის ქვეყანა ათასწლოვანი ტრადიციებით, სადაც შესანიშნავი ღვინო მომზადდა", განაცხადა თალებ რაფაიმ.
„ლონდონში გამართული ტურისტული გამოფენის ფარგლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან თალებ რიფაისთან ერთად გავაკეთეთ ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველო 2016 წლის სექტემბერში უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას ღვინის ტურიზმის შესახებ. გაეროს ეგიდით გამართული ეს კონფერენცია ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, ასევე საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში", აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
საქართველოში დაგეგმილი ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენციასთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო Radisson blu iveria-ში ჟურნალისტებს დეტალები გააცნეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელლმა გიორგი სამანიშვილმა.
სხვადასხვა კულტურის და ცხოვრების სტილის გასაცნობად სამზარეულო და ღვინო მთავარი კომპონენტებია, რომელიც მოგზაურებს სხვადასხვა ქვეყნების მონახულების სტიმულს აძლევს და მოტივაციას უზრდის. 2015 წლის სექტემბრიდან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ პროექტი გასტრონომიის ქსელი წარადგინა.
პროექტის მიზანია გასტრონომიული ტურიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ცოდნის გაზიარება. საქართველოს ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს. საქართველოს მუზეუმებში დაცულია მეღვინეობასთან დაკავშირებული, ათასწლეულებით დათარიღებული მრავალი ექსპონატი. არქეოლოგებმა თბილისის სამხრეთით, ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში ძვ. წ. მე-6 ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს და მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით ვაზის კულტურულ სახეობას - "Vitis Vinifera Sativa”-ს მიაკუთვნეს.
კულტურული ვაზისა და ღვინის უძველესი კვალი აღმოჩენილია დანგრეული გორის მეზობლად მდებარე ნეოლითური ხანის სხვა ნამოსახლარებშიც (შულავერის გორა, გადაჭრილი გორა, ხრამის დიდი გორა, არუხლოს გორა, ხიზანაანთ გორა და სხვა). ვაზის წიპწების გარდა, ნაპოვნია კულტურული ხორბლისა და პარკოსნების ნაშთები, სამეურნეო იარაღები და თიხის ჭურჭელი, რითაც მტკიცდება, რომ ძვ. წ. VI-V ათასწლეულში, ნეოლითის ხანაში, აქ დასახლებული ადამიანი უკვე განვითარებულ სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის – მევენახეობასა და მემარცვლეობას ეწეოდა. საქართველოს ტერიტორიაზე ველური ვაზი Vitis Vinifera Silrestris დღესაც არის გავრცელებული. გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან ტყის ვაზი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც სახელმწიფო დაცვის ობიექტი. ველური ვაზის პარალელურად, საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიში, რომელთაგან 430–მდე დაცულია სახელმწიფო და კერძო საკოლექციო ვენახებში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















