NDI - ძალადობის ერთმა ფაქტმაც კი შეიძლება, საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა შეარყიოს
საქართველო, თბილისი - 18:16 | 02.10.2017 ნანახია: 1372
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის პირველადი მიგნებები გამოაქვეყნა. ანგარიში 29 აგვისტო-25 სექტემბრის პერიოდს მოიცავს.
NDI-ის ინფორმაციით, საქართველო 21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, ძირითადად, წყნარ და მშვიდობიან პირობებში უახლოვდება.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პოლიტიკური გარემო პლურალიზმით ხასიათდება და ამომრჩევლებს მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არჩევნებისთვის მზადების პროცესშია, სამოქალაქო საზოგადოება კი აქტიურ სადამკვირვებლო ღონისძიებებს აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები საარჩევნო პროცესებს ენდობიან და გასულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებენ როგორც უსაფრთხოს, კარგად ორგანიზებულსა და ზეწოლისგან თავისუფალს.
ეს არჩევნები საქართველოს საშუალებას აძლევს, სანდო არჩევნების ჩატარების დამკვიდრებული პრაქტიკა გააგრძელოს. ჯერ იდეებისა და პოლიტიკის გარშემო დებატები და არსებითი განხილვები მცირეა. მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შემოწირულობების 95 პროცენტი მიიღო და ვრცელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებს.
“ქართული ოცნება” მედიაშიც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, მათ შორის - სამთავრობო პროექტებისა და მიღწევების გაშუქების გზით. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციური პარტიები რესურსების სერიოზულ ნაკლებობაზე საუბრობენ, რაც მათ კარდაკარის კამპანიის გარდა სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარებაში ხელს უშლის. ოპოზიცია აცხადებს, რომ სახსრების და რესურსების ასეთი უთანასწორო განაწილება ჯანსაღ შეჯიბრს შეუძლებელს ხდის. პარტიები და კანდიდატები ან ძალიან თავდაჯერებულნი არიან, ან შეგუებულნი გარკვეულ შედეგს“,- აღნიშნულია NDI-ის ინფორმაციაში.
ორგანიზაციის ცნობით, უმეტესად მშვიდობიანი გარემოს მიუხედავად, მარნეულსა და ხობში “ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის რამდენიმე ფაქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
„ამ შემთხვევებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ოპოზიციური პარტიები ასევე პრობლემატურად ასახელებენ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, მმართველის პარტიის მხრიდან დაშინებისა და საარჩევნო კომისიების მიკერძოებული დაკომპლექტების ფაქტებს.
თუმცა დაფიქსირებული ხარვეზების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები ფორმალური საჩივრების წარდგენისგან თავს იკავებენ. ისინი აცხადებენ, რომ საჩივრების განხილვის პროცესს არ ენდობიან და ხშირად კონკრეტული მტკიცებულებების მოსაპოვებლად საკმარისი რესურსი არ გააჩნიათ.
„მიუხედავად იმისა, რომ მეტწილად მშვიდობიან საარჩევნო გარემოს მივესალმებით, ძალადობის ერთმა ფაქტმაც კი შეიძლება, საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა შეარყიოს.
აუცილებელია, რომ შესაბამისმა უწყებებმა ყველა ღონე იხმარონ, რათა სწრაფად და მიუკერძოებლად დასაჯონ მოძალადეები და ნებისმიერი ტიპის ძალადობისადმი ნულოვანი ტოლერანტობა გამოიჩინონ.
NDI-ის სადამკვირვებლო მისია შედგება: მისიის კორდინატორისგან, 12 გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლისგან და ორი ანალიტიკოსიდან, რომლებიც არჩევნების პროცესში დეზინფორმაციის როლსა და საარჩევნო პროცესებში ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას აკვირდებიან“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, 29 აგვისტო-25 სექტემბრის პერიოდში მისია 64-დან 59 საარჩევნო ოლქს ეწვია და 350-ზე მეტი შეხვედრა გამართა მთავრობის, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
მისიის წევრები ასევე დაესწრნენ კამპანიის ღონისძიებებს, საარჩევნო კომისიის სხდომებსა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებს.
დელეგაცია საქმიანობას საარჩევნო პროცესების დასრულებამდე გააგრძელებს.
არჩევნების დღისთვის მისიის წევრებს მოკლევადიანი დამკვირვებლების მაღალი დონის დელეგაცია შემოუერთდება.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















