„ეს ჩემი ქალაქია“ - შსს-ს იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი ახმეტაში
საქართველო, თბილისი - 14:15 | 01.10.2017 ნანახია: 1349
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ სახალხო დღესასწაულზე წარმოადგინა იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი, სახელწოდებით - „ეს ჩემი ქალაქია“.
იმიტირებული ქალაქის საგამოფენო სივრცეში შსს-ს საპატრულო, სასაზღვრო და დაცვის პოლიციამ, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა და საექსპერტო-კრიმინალისტიკურმადეპარტამენტებმა ტრანსპორტისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყვეს. იქვე წარმოდგენილი იყო შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილები და ფოტოგამოფენა.
ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ: „112-ის კოსმოსურ ხომალდში“ მონაწილეობა მიეღოთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში; შსს-ს მომსახურების სააგენტოს შემეცნებით-გასართობ კუთხეში, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაებარებინათ; შსს-ს აკადემიის ვირტუალურ ტირში, ინსტრუქტორის დახმარებით, პოლიციელის როლი მოერგოთ; სახანძრო-სამაშველო ტექნიკა დაეთვალიერებინათ და გასაბერ სასრიალო ბატუტზე ესრიალათ.
სტუმრებს მეგზურობა შსს-ს აკადემიის მიერ წარმოდგენილმა ანიმაციურმა გმირმა, „პოლიმ“ გაუწია. იმიტირებული ქალაქის საზღვრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები იცავდნენ, ხოლო სტუმრების უსაფრთხოებასა და წესრიგზე პატრულ-ინსპექტორები ზრუნავდნენ.
ახმეტობის დღესასწაულზე, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან ერთად, შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი იმყოფებოდა. დავით ვარდიაშვილი ახმეტის კულტურის სახლში სპეციალურად ამ დღისთვის გამართულ კონცერტს დაესწრო, გამოფენა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, მოწვეულ სტუმრებს, ახმეტობის დღესასწაული მიულოცა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















