გიორგი ოვაშვილის ფილმს ,,ხიბულა" ფრანგულ კინოთეატრებში აჩვენებენ

საქართველო, თბილისი - 11:03 | 29.09.2017
ნანახია: 2326

ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის სრულმეტრაჟიან მხატვრულ კინოსურათს ,,ხიბულა"-ს ფრანგულ კინოთეატრებში აჩვენებენ, ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრზე დაყრნობით 1tv ავრცელებს. კინოაფიშები საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში 15 ნოემბრიდან გამოჩნდება.

გიორგი ოვაშვილის ახალი ნამუშევარი უკვე გახდა რამდენიმე ფესტივალის პრიზიორი და მსოფლიო პრესის ყურადღებაც მიიქცია. 

ფილმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ მოგვითხრობს. მასში ასახულია ქვეყნის უახლოესი წარსული. 

,,ხიბულა" ,,სიმინდის კუნძულისა" და ,,გაღმა ნაპირის" რეჟისორის მესამე გახმაურებული ნამუშევარია. მისი პრემიერა ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე