საფრანგეთში „შიშველი ჯოკონდას“ ესკიზი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 10:28 | 29.09.2017
ნანახია: 1896

საფრანგეთში აღმოაჩინეს ესკიზი, რომელზეც გამოსახულია შიშველი ქალი. ექსპერტების აზრით, ის შესაძლოა, ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ ეკსიზი იყოს. ამის შესახებ  The Telegraph-ი წერს.

ნახატი აღორძინების ხანის ხელოვნების ნიმუშების კონდეს მუზეუმში ინახებოდა.

ექსპერტები მანამდე მიიჩნევდნენ, რომ ნახშირით შესრულებული ქალის პორტრეტი და ვინჩის სახელოსნოში იყო შექმნილი. თუმცა ექსპერტიზის შემდეგ ფრანგმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ შესაძლოა ის და ვინჩის ეკუთვნოდეს.

მათი აზრით, ესკიზი „მონა ლიზას“ პორტრეტთან ერთად იქმნებოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე