აფეთქებისას დაშავებულ მესაზღვრეებს მკურნალობის ხარჯს შს სამინისტრო აუნაზღაურებს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 28.09.2017
ნანახია: 1090

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე გაზის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებული მესაზღვრეების მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 

ისინი შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა მოინახულა და განაცხადა, რომ სამინისტრო დაშავებული მესაზღვრეების სამედიცინო მომსახურების ხარჯს სრულად აანაზღაურებს.

25 სექტემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს მეხუთე სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, წინასწარი ინფორმაციით, გაზის ბალონის აალების შედეგად, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა - თამაზ ბეროშვილმა, არჩილ რამინაშვილმა და დავით ბერძენიშვილმა სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს.

შემთხვევის დროს დაიღუპა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მე-2 ჯგუფის სპეციალისტი, უფროსი ლეიტენანტი ლაშა ჩუბინიძე. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე