ახალგაზრდა დედის ბრძოლა სიცოცხლისთვის - ანა კობაიძეს ჩვენი დახმარება ესაჭიროება
საქართველო, თბილისი - 10:39 | 28.09.2017 ნანახია: 2003
ანა კობაიძე ჩვენი კოლეგაა... ჟურნალისტის კარიერა 2002 წელს დაიწყო და დღეს საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტს" ხელმძღვანელობს. დაახლოებით ორი წლის წინ ანას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. საკვერცხის უმწიფარი ტერატომის მესამე სტადია, ექიმთა ნაწილის აზრით, გადარჩენის შანსს თითქმის არ უტოვებდა (2%). ეუბნებოდნენ, რომ ნებისმიერი ჩარევა მხოლოდ უშედეგო წვალება იქნებოდა და სიკვდილს დააჩქარებდა...
ანამ გადაწყვიტა ებრძოლა. ამ დროს ის მარტო არ იყო. გვერდით ედგა ოჯახი, მეგობრები, ახლობლები, სრულიად უცნობი ადამიანები და კვალიფიციური ექიმები. ჩატარდა 8-საათიანი გადაუდებელი, საკმაოდ რთული ოპერცია, თუმცა დასაკარგიც არაფერი იყო... შემდეგ იყო ქიმიოთერაპიის 4 კურსი რომელიც, უმძიმესი გვერდითი მოვლენების გამო, ბევრჯერ ჩავარდა. ყოველ ეტაპზე თავს იჩენდა ახალი საფრთხე და დაბრკოლება. იყო იმედგაცრუებით გამოწვეული დანებების სურვილიც, თუმცა ანა თავს ამის უფლებას არ აძლევდა... და ბოლოს შედეგიც დადგა, 2016 წლის მაისში მან სიმსივნე დაამარცხა. დაიწყო მონიტორინგისა და რეაბილიტაციის ეტაპი. ჩატარდა კიდევ 2 ქირურგიული ოპერაცია. თითქოს ყველაფერმა ჩაიარა. ანა, ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებოდა, მაგრამ ერთ-ერთი საკონტროლო მონიტორინგისას, რადიოლოგმა უცხო პათოლოგიური კერა შენიშნა. დაიგეგმა კიდევ ერთი ქირურგიული ოპერაცია. მორფოლოგიური კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ავთვისებიანი ტერატომა ისევ გააქტიურდა.
დღეს მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა ახლა რისკი იმაზე მაღალია, ვიდრე აქამდე. ორგანიზმიდან რეზექცირებული ორგანოების გამო, რესურსი თითქმის ამოწურულია. დაავადების არასტანდარტული მიმდინარეობის მიზეზით, ქართველ და ევროპელ ექიმებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ გაგრძელდეს მკურნალობა, რადგან საქმე გვაქვს სიმსივნის იშვიათ ფორმასთან. მისი მართვის გამოცდილება პრაქტიკულად არ არსებობს. ვინაიდან ქიმიოთერაპიის ის სქემა, რომელიც ანას ამ ეტაპზე ესაჭიროება, საკმაოდ რთული გადასატანია, საჭიროა მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელება. ეს კი საკმაოდ დიდ თანხას, 50 000 ევროს საჭიროებს.
ანამ სიკვდილი ბევრჯერ დაამარცხა და დანებებას არც ახლა აპირებს. მისი 7 წლის გუგა დედიკოს გამოჯანმრთელებაზე ოცნებობს და უნდა მის გვერდით იყოს დიდ ხანს, მონატრებული ,,პრინცესული" გრძელი თმით.
დავეხმაროთ ანა კობაიძეს ამ ურთულეს ბრძოლაში. თითოეული ლარი მისი სიცოცხლის საფასურია!
ს/ს "საქართველოს ბანკი"
ბანკისკოდი: BAGAGE22
ანგ. ნომ: GE64BG0000000854723500
მიმღები: კობაიძე ანა
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















