მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

საქართველო, თბილისი - 11:57 | 27.09.2017
ნანახია: 1120

მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სატესტო რეჟიმის ფარგლებში, რომელიც მეტროს ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს, 29 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით, მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამ პერიოდის განმავლობაში, მეტროს მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს მეტროსადგურ „დელისამდე“.

გადაადგილებისას შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მგზავრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით, რომლებიც იმოძრავებენ მეტროსადგური „დელისიდან“ ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის მიმართულებით.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისათვის ბოდიშს უხდის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე