„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

საქართველო, თბილისი - 15:24 | 26.09.2017
ნანახია: 1084

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც კონსტიტუციურ პროექტზე რიგგარეშე სხდომაზე იმართება, პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც პარტიის წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ისინი „ფარსში მონაწილეობას არ აპირებენ“.

როგორც ჟურნალისტებს ხოშტარიამ განუცხადა, ნაცვლად იმისა, რომ უმრავლესობას ეზრუნა დაპირებების შესრულებაზე, ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, "ქართულმა ოცნებამ" ყველა ტყუილს ძალიან დიდი ტყუილი დაუმატა, რადგან აიღეს და მიიღეს ფუნდამენტური დოკუმენტი საკუთარი პარტიული ინტერესებით. 

მოგვიანებით, სხდომა დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმაც. 

პარლამენტში კონსტიტუციურ პროექტზე მესამე მოსმენის რეჟიმში მსჯელობენ. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე