აფეთქება საქართველო-დაღესტნის საზღვარზე- - გარდაცვლილია ერთი ქართველი მესაზღვრე

საქართველო, თბილისი - 12:15 | 26.09.2017
ნანახია: 1271

აფეთქება მოხდა საქართველო-დაღესტნის საზღვარზე. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ქართველი მესაზღვრე და დაშავებულია 4. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი2 ავრცელებს

სასაზღვრო დეპარტამენტის ცნობით, ლაგოდეხის მე-5 სამმართველოში მოხდა აფეთქება. ერთ-ერთი მესაზღვრე „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს, რომ გაზის ბალონის აფეთქების შედეგად ერთი მესაზღვრე გარდაიცვალა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა. 

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გოგა ქაშიბაძის განცხადებით, ორი მესაზღვრე მძიმე მდგომარეობაში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი პროცედურები უტარდებათ. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით აღიძრა. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე