წყალტუბოში ხანძარს 88 წლის ქალი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 26.09.2017
ნანახია: 1016

წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩის ექვს ნომერში, ხანძრის შედეგად 88 წლის ქალი გარდაიცვალა.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე