ინდოეთში უცხოპლანეტელის მსგავსი ახალშობილი გარდაიცვალა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:28 | 25.09.2017
ნანახია: 1781

ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში გარდაიცვალა ორი დღის ახალშობილი, რომელსაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა „უცხო“- რიდლი სკოტის ამავე სახელწოდების ფილმიდან უცხოპლანეტელ არსებასთან მსგავსების გამო დაარქვეს. ამის შესახებ The Sun-ი იუწყება.

ბავშვს არ ჰქონდა ჩამოყალიბებული სახე, ის დაიბადა ცხვირისა და  ყურების გარეშე, თვალები კი ბუდიდან ზედმეტად ჰქონდა გადმოწეული.

დედის თქმით, ჩვილი თავს კარგად გრძნობდა, არ ტიროდა, მაგრამ დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. ის ექიმებსაც არ უნახავთ.

მამის თქმით, ბავშვის დაბადების შემდეგ მათ სახლს უამრავი ადამიანი მიაწყდა, რათა მისი დანახვა შეძლებოდათ.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე