ფოთის მერმა თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 14:12 | 25.09.2017
ნანახია: 1261

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. 

ირაკლი კაკულია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს და პარტია ,,ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერია. 

მან თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამი წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

„მე ნამდვილად მეამაყება, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. 2015 წელს დაიწყო მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 18 მილიონ ლარს შეადგენს. თუ აქამდე ფოთს მხოლოდ საპორტო ქალაქად იცნობდნენ, ამ პროექტის დასრულების შემდეგ ის ტურისტული ქალაქის სტატუსსაც შეიძენს",- განაცხადა ირაკლი კაკულიამ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე