400 წლის წინ დაკარგული რუბენსის მიერ შესრულებული იაკობ პირველის საყვარლის პორტრეტი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 11:57 | 25.09.2017
ნანახია: 1768

შოტლანდიის პოლოკის სახლ-მუზეუმში აღმოაჩინეს ფლამანდიელი მხატვრის პიტერ პაულ რუბენსის ნახატი, რომელიც 400 წელი დაკარგულად იყო მიჩნეული. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

ნახატზე გამოსახულია ბეკინგემის პირველი ჰერცოგი ჯორჯ ვილიერსი, რომელიც ინგლისის მეფის იაკობ პირველის ფავორიტი იყო.

ვილიერსს მეფესთან მის გარდაცვალებამდე ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. ის 1628 წელს ყოფილმა სამხედრომ პურიტანელმა ჯონ ფემტონმა რელიგიური მოსაზრებების გამო მოკლა.

ვილიერსის პორტრეტი დიდი ხნის განმავლობაში 400 წლის წინ რუბენსის მიერ შესრულებული ტილოს ასლად იყო აღიარებული. ნახატის ნამდვილობა ბრიტანელმა ხელოვნებათმცოდნემ ბენდორ გროსვენორმა დაადასტურა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე