„ფულის მჭამელი და არაფრის მაქნისი მთავრობა ხართ“ - ჯაბა კილაძე
საქართველო, თბილისი - 14:36 | 11.11.2015 ნანახია: 4216
მსახიობი ჯაბა კილაძე, რომელიც საჯაროდ პოლიტიკურ მოვლენებს იშვიათად აფასებს, "ფეისბუქზე" საზოგადოებას, მთავრობასა და ოპოზიციას მიმართავს.
"ჩემი პოსტი ვერ იქნება პოპულარული, იმიტომ, რომ არ ვაგინებ, არ ვლანძღავ არავის და არ ვითხოვ რევოლუციას; გამგებმა გაიგოს. მიტინგი, ძალადობა, ჩარტყმა, სროლა, გადადგეს, იმიტომ, რომ მემინდალ მოკალით, იმიტომ, რომ მე მინდა... არ დაიღალეთ, არ მოგბეზრდათ, არ გინდათ ეს ერთი პატარა ქვეყანა ორივემ და საერთოდ ვინც ხართ ერთად პოლიტ-სპექტრი და არა მარტო პოლიტ-სპექტრი მთელმა საზოგადოებამ ერთად გავაკეთოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ვიცხოვრებთ კარგად, დავიჯერო, ასეთი ძნელია?
რაც თავი მახსოვს, სულ მესმის ზვიადიიი, ედუარდიიი, მიშაა, ბიძინააა, დაჟე სარკოო... აღარ მინდა ეს ბელადის სინდრომი... ევროპაში, სადაც ასე გულით გვინდა, იქ ხომ ეგრე არ ყვირიან? მაგალითად, გერმანიაში ასე შვრებიან, ანგელააა, ანგელააა? იმ ევროპიდან თუ რამე უნდა აიღო მაგალითი, უნდა აიღო, როგორ უყვართ, როგორ ყვებიან თავის ქვეყანას ზედ, არა მარტო თავის შვილს, არა მარტო თავის სახლს და აივანს, ქვეყანას, გაიგეთ?! ვერ გავიგებთ, იმიტომ, რომ ერთი ფიქრობთ ნაცები დასახოცებიაო, მეორე ფიქრობს, ოცნება დასახოციაო.
მე ვფიქრობ, რომ აი, ამ მარაზმით და ქაოსით სარგებლობს რუსიც, ამერიკელიც და რა ვიცი, ყველა, ვისაც არ ეზარება და ჩვენ ამას ვერ ვხვდებით! ესე იყო სულ მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე, სულ შიდა პრობლემა და ამის საფასურს იხდიდნენ მომავალი თაობები, მათ შორის თქვენიც, ძვირფასო მთავრობავ და ოპოზიციავ! ასე რომ, ერთხელ მაინც სცადეთ ქვეყნისათვის, მომავლისთვის რაიმე სხვა ფორმით დაალაგოთ ქვეყანა. სისხლი სისხლს არ ბანს, პირიქით, მეტს ითხოვს, შეიგნეთ ეს ერთმაც და მეორემაც!!!
აღიარეთ ერთმა მხარემ, რომ დიახ, მიუხედავად სახლების ღებვისა, ბევრი სიბინძურე აკეთეთ და ეს ყველამ იცის, თქვენ პირველ რიგში, და მეორე მხარემ აღიარეთ, რომ მთავრობის დიდი ნაწილი უნიჭო, ფულის მჭამელი და არაფრის მაქნისი მთავრობა ხართ, რომელსაც გზის დაგებაც კი არ ეხერხება!
აღიარეთ ეს ყველაფერი და ერთხელ მაინც, საქართველოს ისტორიის მანძილზე ქვეყანა ერთად აშენეთ ყველამ! და ეს არაა შეუძლებელი, უბრალოდ ვერ წარმოგიდგენიათ. არა და, ისე კარგად შეიძლება....", - წერს მსახიობი.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















