ქუთაისში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 11:03 | 22.09.2017
ნანახია: 1124

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ,,ოპელის" მარკის ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ქალბატონი გზაზე გადადიოდა.

დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანა. თვითმხილველების თქმით, ,,ოპელის" მძღოლი მაღალი სისწრაფით მოძრაობდა.

გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე