თათია ახალაიას წარმატებული დებიუტი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე

საქართველო, თბილისი - 10:44 | 21.09.2017
ნანახია: 1608

ქართველმა მოდელმა, თათია ახალაიამ მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკის  გაზაფხული-ზაფხული 2018 წლის მოდის კვირეულზე (SPRING 2018 READY-TO-WEAR).

მან წარმატებით წარადგინა ისეთი ცნობილი დიზაინერების სამოსი, როგორებიც არიან ნარცისო როდრიგესი,  ქეით სპედი(Kate Spade), ჯონათან სონდერსი

(Jonathan Saunders for DVF), გრეი ჯეისონ ვუ (Grey Jason Wu).

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის შემდეგ თათია გაემგზავრა მილანის მოდის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად.

შეგახსენებთ, რომ თათია ახალაია გახლავთ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებული და “IC Model Management”-ის წარმატებული მოდელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე