ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩში კახა კალაძე მონაწილეობას მიიღებს
საქართველო, თბილისი - 16:48 | 19.09.2017 ნანახია: 1669
თბილისში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩში ,,ქართული ონების" თბილისის მეორბის კანდიდატი და ყოფილი ფეხბურთელი, კახა კალაძე მონაწილეობას მიიღებს.
ამის შესახებ კალაძემ თავად განაცადა.
მისივე თქმით, ფეხბურთელებთან დაკავშირება სთხოვეს და რადგან მათთან კონტაქტი არ გაუწყვეტია და მეტიც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, ასეც მოიქცა.
ამავე თემაზე ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა სასტუმრო ,,ბილტმორში'' პრესკონფერენცია გამართა.
,,მიხარია, რომ ტოტი, რომელმაც თამაში ახლა დაასრულა, კარიერის შემდეგ ახალი სტატუსით პირველად თბილისს ესტუმრება. შესაძლოა, თბილისში მსოფლიოს ფეხბურთის კიდევ რამდენიმე ვარსკვლავიც დაემატოს. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ჯენარო გატუზოც ჩამოვიდეს. ეს მასაც სურს. უბრალოდ, ის ,,მილან პრიმავერას” მწვრთნელია და გადატვირთული რეჟიმის გამო თავისუფალი დროის გამონახვა და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა უძნელდება. თუმცა, საბოლოოდ, თამაშზე უარი არ უთქვამს", - განაცხადა მუჯირმა.
შეგახსენებთ, ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები ბორჯომის ტყის აღსადგენად - საქართველოში ფრანჩესკო ტოტი, ანდრეი შევჩენკო, რივალდო, დიდა, ხავიერ ძანეტი, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი და სხვები ითამაშებენ.
მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება.
ბილეთების გაყიდვა ონალიან რეჟიმში, საიტზე TKT.GE დღეს, 15:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარი იქნება.
საქველმოქმედო მატჩს - ”მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის”, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „ვითიბი ბანკთან“ და ლუდ „აისთან“ ერთად, 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, ”დინამო არენაზე" გამართავს. ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და ”მსოფლიოს 11” დაუპირისპირდებიან.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















