,,ევროპული საქართველო“ მოსწავლეების სკოლაში ,,ქართული ოცნების“ დროშებით მისვლას, აღმაშფოთებელს უწოდებს
საქართველო, თბილისი - 11:00 | 18.09.2017 ნანახია: 1334
,,ევროპული საქართველო“ მოსწავლეების სკოლაში ,,ქართული ოცნების“ დროშებით მისვლას, აღმაშფოთებელს უწოდებს.
,,მინდა გამოვეხმაურო იმ აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელიც ახლახანს ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში დაფიქსირდა, რითაც უხეშად დაირღვა ზოგადი განათლების შესახებ კანონი. მხედველობაში მაქვს, პირველკლასელთა ფოტოები, სადაც მოსწავლეებს უჭირავთ ქართული ოცნების დროშები. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთმნიშვნელოვნადაა ხაზგასმული საგანმანათლებლო სისტემის ნეიტრალურობა და მკაცრად განსაზღვრულია ნორმად - რომ დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება.
(მუხლი 13. ნეიტრალურობა და არადისკრიმინაციულობა)
აღნიშნული ფაქტი ქართული ოცნების ჩვეული და არაერთგზის წარმატებით განხორციელებული პოლიტიკის გაგრძელებაა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მათ შორის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, არაერთხელ დაფიქსირდა პოლიტიკურ სიტუაციებში არასრულწლოვანთა ჩართვა და, ასევე, სკოლების რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში. მიუხედავად ოპოზიციის კატეგორიული მოთხოვნისა, ფაქტი არასოდეს ყოფილა დასჯილი, მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, ინიციატორები წახალისებულიც კი იყვნენ, შეგახსენებთ გურიის გუბრნატორად გია სალუქვაძის დანიშვნას. ფაქტის კვლევის შემდეგ აუდიტის დასკვნა ადასტურდებდა მუნიციპალური სამსახურების უხეშ ჩარევას სასკოლო ცხოვრებაში, კერძოდ, მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირ ავალებდნენ სკოლის დირექტორებს მოსწავლეთა ორგანიზებულ ჩართვას პოლიტიკურ აქტივობებში, მიუხედავად ამისა, სასჯელი მხოლოდ სკოლის დირექტორებზე გავრცელდა. ასეთივე ფაქტს ადგილი ჰქონდა საქართველოს არაერთ მუნიციპალიტეტში, მაგალითისათვის დავასახელებ ზუგდიდისა და რუსთავის სკოლებს. სწორედ დაუსჯელობა მიანიშნებს იმაზე, რომ ასეთი ქმედებები უნებლიე გადაცდომებს ან პირად ინიციატივებს კი არ მიეკუთვნება, არამედ მმართველი პარტიის მიერ სისტემურად დაგეგმილი და წახალისებულია. აქვე, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ, მმართველი პარტიის მიერ ზუგდიდის მერობის კანდიდატის წარდგენისას, სკოლებს პირდაპირ ჰქონდათ დავალებული ღონისძიებაზე მიეყვანათ 20 უფროსკლასელი, რაც, რა თქმა უნდა, შესრულდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, დაისჯებოდნენ საგანმანათლებლო სფეროს მმართველები.
მივმართავ პრემიერსა და განათლების მინისტრს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით, დაიცვან კანონის უზენაესობა და უზრუნველყონ სკოლების დისტანცირება პოლიტიკური აქტივობებისაგან. ნაცვლად არაფრისმომცემი ინიციატივების გაჟღერებისა, განათლების მინისტრი დროა დაკავდეს სფეროს პრობლემებით და უზრნველყოს სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირება. საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, განურჩევლად მათი ასაკისა, პოლიტიკურ სიტუაციებში ნებისმიერი ფორმით გარევა - იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩართულობა, არის დანაშაული. სკოლა, როგორც აპოლიტიკური ორგანიზაცია, მსგავსი ქმედებებისგან უნდა იყოს შორს და ამაზე პასუხისმგემელი, ერთმნიშვნელოვნად, არიან სახელმწიფოს მმართველი რგოლების პირველი პირები”, - განაცხადა ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















