გიორგი მარგველაშვილმა კარტოფილის მოსავალი აიღო (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 14:44 | 17.09.2017
ნანახია: 4566

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დუშეთში, საკუთარ ნაკვეთში კარტოფილის მოსავალი აიღო, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ,,ფეისბუქის'' ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა:

,,ბარაქიან შემოდგომას გისურვებთ! ბელორუსული სათესლე კარტოფილის გამოყენებით, დაცულ აგროვადებში, უხვი მოსავალი - 1 ტომრიდან 6 ტომარა კარტოფილი მივიღეთ. მადლობა მეგობრებს!“, - წერია პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტს სათესლე კარტოფილი ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გამოუგზავნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე