ძლიერი ტკივილი მაქვს მკერდის არეში - ლედი გაგა საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 15.09.2017
ნანახია: 1507

ლედი გაგა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში'' წერს.

„დღეს დილით საავადმყოფოში გადამიყვანეს. ეს არ არის უბრალო ტკივილი ან გასტროლებით გამოწვეული გადაღლილობა. ძალიან ძლიერი ტკივილი მაქვს მკერდის არეში, მაგრამ საბედნიეროდ, საუკეთესო ექიმების ხელში ვარ,“ - აცხადებს მომღერალი.

მანამდე ლედი გაგამ ,,ტვიტერში'' კიდევ ერთი პოსტი დადო, სადაც წერდა, რომ უკვე რამდენიმე წელია, ფიბრომიალგიით არის დაავადებული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე