ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში კოლეგას მაკრატლით თავს დაესხა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:17 | 15.09.2017
ნანახია: 2342

ერთ-ერთი ესპანური ტელეარხის შოუს „საღამო აქ და ახლა“ წამყვანი ხუან მედიო თავის კოლეგას ევა რუიზი პირდაპირ ეთერში მაკრატლით თავს დაესხა, რათა მისთვის კაბა დაეჭრა. ამის შესახებ The Daily Mail-ი იტყობინება.

მედიო გოგონას მთელს სტუდიაში დასდევდა და მაკრატლით კაბას უჭრიდა. რუიზი მისგან გაქცევას ცდილობდა და იცინოდა. მისი ასისტენტი კი იმ ადგილების დაფარვას ცდილობდა, რომლებისკენაც მედიო მიიწევდა.

როგორც წამყვანმა განმარტა, კაბის საჯაროდ დაჭრა ეს მისი შურისძიება იყო. მისი თქმით, ცოტა ხნით ადრე რუიზმა პირდაპირ ეთერში მასთან ცეკვაზე უარის თქმის გამო მედიოს შარვალი დაუჭრა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე