ლედი გაგა ქრონიკული ფიბრომიალგიით არის დაავადებული

საქართველო, თბილისი - 14:04 | 14.09.2017
ნანახია: 1511

ლედი გაგა ქრონიკული ფიბრომიალგიით არის დაავადებული. ამის შესახებ ამერიკელი მომღერალი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ფიბრომიალგიით დაავადებულები სხეულში ძლიერ სიმეტრიულ ტკივილს განიცდიან. დაავადება ბოლომდე არ არის შესწავლილი.

როგორც ეპატაჟური მომღერალი წერს, დაავადება მას 2013 წლიდან გაურთულდა, თუმცა დღემდე ამის შესახებ არავინ იცოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე