Dolce & Gabbana-მ სოფი ლორენისთვის ტუჩსაცხი შექმნა

საქართველო, თბილისი - 13:40 | 23.09.2015
ნანახია: 2831

იტალიურმა ბრენდმა Dolce & Gabbana მსახიობ სოფი ლორენის საპატივსაცემოდ ტუჩსაცხის Sophia Loren №1-ის კოლექცია გამოუშვა. მოდის სახლმა ის მსახიობის 81-ე დაბადების დღეს მიუძღვნა.

ტუჩსაცხის ფერი მოწითალო ვარდისფერია, და ხაზს ტუჩის ბუნბერივ შეფერილობას უსვამს. თავად მსახიობი აქტიურად იყო ჩართული მის შექმნაში. ტუჩსაცხის ფლაკონი ოქროსფერია და მას ლორენის ავტოგრაფი ამშვენებს.

კოლექცია შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა და ის ხელმისაწვდომი მხოლოდ ბრენდის ზოგიერთ მაღაზიაში იქნება. ტუჩსაცხის ფასი 37 დოლარს შეადგენს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე