სააკაშვილი კიევში მიხეილ მთავარანგელოზის დღეს გაემგზავრება

საქართველო, თბილისი - 12:08 | 14.09.2017
ნანახია: 1263

კიევში, კიევის მფარველის - მიხეილ მთავარანგელოზის დღეს გავემგზავრები, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ჩერნივციში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„მე კიდევ რამდენიმე ქალაქს მოვივლი, შემდეგ კი კიევში გავემგზავრებით. 19 სექტემბერი - ეს დღე, როგორც მსმენია, მიხეილ მთავარანგელოზის დღეა, კიევის მფარველის. სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ კიევი! რამდენიმე კვირაში ჩვენ უფრო მეტნი ვიქნებით. შემდეგ კი ყველაფერი ისე იქნება, როგორც „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე: გაიხსნება გზა. ეს იქნება უკრაინისთვის წინსვლის გზა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.  

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის ქალაქებში ტურნე ჩერნივციდან დაიწყო. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე