ეგვიპტის მიმართულებით რეისების გაუქმებაზე, ან შეზღუდვაზე GCAA-ში განაცხადი არ შესულა
საქართველო, თბილისი - 16:50 | 10.11.2015 ნანახია: 2223
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) ამ ეტაპისათვის ეგვიპტის მიმართულებით ფრენების შეზღუდვას არ გეგმავს. სააგენტომ საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს ფრენების დაგეგმარებისა და რისკების შეფასებისას, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწუინებისკენ უკვე მოუწოდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ სააგენტო მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ტექნიკურ შესრულებაზე შეიძლება იყოს უფლებამოსილი.
სინაის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენამდე, როგორც ცნობილია რამდენიმე ავიაკომპანიამ ეგვიპტის მიმართულებით ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
„როგორც წესი ავიაკომპანიების მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ხდება არსებული რისკების შეფასებიდან და კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე. ICAO-ს მიერ, წევრი სახელმწიფოებისათვის დაგზავნილ წერილებზე და EASA-ს ფრენის უსაფრთხოების ბიულეტენებზე დაყრდნობით, ჩვენ გავავრცელეთ იმ რეგიონების ჩამონათვალი, რომელთა საჰაერო სივრცის თავზე, აღნიშნულ რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, შექმნილია მაღალი რისკი სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოებისათვის და მოუწოდეთ საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს ფრენების დაგეგმარებისა და რისკების შეფასებისას აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება.
მას შემდეგ რაც ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზად ტერაქტის ვერსია გამოიკვეთა, რიგმა სახელმწიფოებმა თავიანთი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეაჩერეს ფრენები ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით, ზოგი ქვეყანა კი შემოიფარგლა მხოლოდ მოწოდებით - მოქალაქეებმა თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით მგზავრობისაგან.
ქვეყნების მიერ ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფოს დონეზე მიიღება კომპეტენტური უწყებების მიერ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით“, განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
აღნიშნული რეგიონის მიმართულებით, ამ დროისათვი ჩარტერული რეისები დანიშნული არ არის, რეგულარულ რეისებს კი ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo ასრულებს.
„მგზავრთა გადაყვანის მიზნით საქართველოდან ხორციელდება ფრენები აღნიშნული რეგიონის მიმართულებით, უკანონო ჩარევის აქტების აღკვეთისა და მგზავრების უსაფრთხო გადაყვანასთან დაკავშირებით ეგვიპტეში შექმნილ ვითარებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება შესაბამის უწყებებს შორის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ტექნიკურ შესრულებაზე შეიძლება იყოს უფლებამოსილი“, აცხადებენ სააგენტოში.
Air Cairo საქართველოდან ეგვიპტის მიმართულებით შემდეგ რეისებს ახორციელებს: შარმ ელ შეიხი-თბილისი-შარმ ელ შეიხი (კვირაში 2 სიხშირით) და ჰურგადა-თბილისი-ჰურგადა (კვირაში 1 სიხშირით).
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ეგვიპტეში მომხდარი მოვლენის შემდეგ უწყებაში რეისების შემცირების, ან გაუქმების მიზნით განაცხადი არ შესულა.
„შესაბამისად, საქართველოსა და ეგვიპტეს შორის დაგეგმილი რეგულარული რეისების განხორციელება Air Cairo-ს მიერ ხორციელდება ზამთრის სეზონისათვის დამტკიცებული განრიგის შესაბამისად. ამასთან, ავიაკომპანიის მიერ რომელიმე რეისის კორექტირება, ან გაუქმება არ დაფიქსირებულა (ბოლო გაუქმება დაფიქსირდა 30 ოქტომბერს, ამის შემდეგ რეისები ჩვეულებრივ განხორციელდა 1, 4 და 8 ნოემბერს)“, განმარტავენ სააგენტოში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















