ბარიგებს არ უნდოდათ უკრაინაში დავბრუნებულიყავი - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:12 | 12.09.2017
ნანახია: 1077

უკრაინის ხელისუფლებას ჩემი ქვეყანაში დაბრუნება ისე არ სურდა, რომ ფულს მთავაზობდა. ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„ბარიგებს არ უნდოდათ უკრაინაში დავბრუნებულიყავი. მათ ჩემს წინააღმდეგ არმია გამოიყვანეს, მემუქრებოდნენ ექსტრადიციით, ზეწოლას ახდენდნენ პოლონეთის ხელისუფლებაზე, ფულსაც კი მთავაზობდნენ, არ დაბრუნდეო, მაგრამ მე მათ ვუთხარი, ბოდიშით, მაგრამ უკრაინაში უნდა დავბრუნდე-მეთქი,“-აღნიშნა სააკაშვილმა.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე