მსოფლიოს ყველაზე მაღალი მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 15:45 | 10.11.2015
ნანახია: 2034

მსოფლიოში არაოფიციალურად აღიარებული ყველაზე მაღალი მამაკაცი ტაილანდელი სურინ პორნჩაი საოსრი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გამოცემა Bangkok Post-ის ცნობით, საოსრის, რომლის სიმაღლეც 269 სანტიმეტრს შეადგენდა, უამრავი დაავადება აწუხებდა, რომელიც მისი უჩვეულო აღნაგობით იყო გამოწვეული.

ადგილობრივი მცხოვრებლები საოსრის დედას შვილის მკურნალობისთვის ფინანსურად ეხმარებოდნენ. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ საოსრი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მსოფლიოს ყველაზე მაღალ მამაკაცად გინესის რეკორდების წიგნის მიერ აღიარებულია თურქი სულთან კესენი, რომლის სიმაღლეც 251 სანტიმეტრს შეადგენს. გასულ წელს ლონდონში ის პლანეტის ყველაზე დაბალ ბინადარს ნეპალელ ჩანდრა დანგის შეხვდა, მისი სიმაღლე სულ რაღაც 54,6 სანტიმეტრია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე