BBC-ის წამყვანმა პირდაპირ ეთერში სირბილი დაიწყო (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:12 | 11.09.2017
ნანახია: 1872

BBC-ის ახალი ამბების წამყვანი ტომ დონკინი პირდაპირი ეთერის დროს სტუდიაში აქეთ-იქით დარბოდა, რადგან ვერ გაეგო, რომელი კამერა უღებდა მას.
ინციდენტი დღის ეთერის დროს მოხდა. იმისათვის, რომ ორიენტირებულიყო და გადაცემა დაეწყო, დონკინს 20 წამი დასჭირდა.

თავად წამყვანი სიტუაციას გაგებით მოეკიდა. Evening Standard-ის ჟურნალისტმა ბოდიში მოუხადა მას იმისთვის, რომ Twitter-ის გვერდზე ვიდეო ატვირთა. თუმცა დონკინმა მას შემდეგი კომენტარი დაუწერა:

„არ არის საჭირო ბოდიშის მოხდა. გმადლობ, რომ დრო დახარჯე. ცოცხალ ტელევიზიაში ასეთი რამ ხდება“.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე