ოკუპანტები ხურვალეთის აღმოსავლეთ ფერდობზე ხნულებს ავლებდნენ

საქართველო, თბილისი - 14:03 | 11.09.2017
ნანახია: 1702

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია" წევრების ინფორმაციით, ოკუპანტები ხურვალეთის აღმოსავლეთ ფერდობზე ხნულებს ავლებდნენ.

მათი განცხადებით, სამხედრო მანქანები, ტრაქტორი და ცოცხალი ძალა ე.წ. სასაზღვრო ბანერის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც ოკუპირებულზე, ისე ე.წ. ნეიტრალურზე 40 წუთის განმავლობაში მუშაობდნენ.

ქართველი სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ მათ ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში გადაინაცვლეს.

,,ძალა ერთობაშია" წევრები სამუშაოებს შორი ხედვის აპარატის მეშვეობით ადევნებდნენ თვალყურს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე