რომელ სკოლებში დაურიგდებათ ბავშვებს ვაშლები - განათლების სამინისტრომ ვაშლის შესაძენად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა
საქართველო, თბილისი - 13:58 | 11.09.2017 ნანახია: 4165
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის 260 ათასი ვაშლის შესყიდვას გეგმავს.
სამინისტრომ ვაშლის შესაძენად ელექტრონული ტენდერი შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერის მონაწილე უფლებამოსილია, შესთავაზოს შემსყიდველს ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი, რომლის ერთეულის ფასი უნდა იყოს იდენტური. სხვადასხვა ჯიშის ვაშლის შეთავაზების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება ექნება, ვაშლის ჯიშები შეცვალოს, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში სკოლაში უზრუნველყოს ერთი ჯიშის ვაშლის მიწოდება, ვაშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ფორმა და ფერი ჰქონდეს შესაბამისი ჯიშისთვის დამახასიათებელი, თითოეული არანაკლებ 150 გრამი, საღი, მწიფე, ჭკნობის ნიშნების, მავნებლებისა და მექანიკური დაზიანებების გარეშე, სწორი ზედაპირის.
აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ იმ სკოლების სიაც გამოაქვეყნა, სადაც ახალი სასწავლო წლიდან კვირაში ერთხელ ვაშლი დარიგდება. ესენია: N161 საჯარო სკოლა, თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, თბილისის №147 საჯარო სკოლა, თბილისის კლასიკური გიმნაზია, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის № 51 საჯარო სკოლა, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის თბილისის №173 საჯარო სკოლა; თბილისის №180 საჯარო სკოლა, თბილის №115 საჯარო სკოლა, თბილისის №166 საჯარო სკოლა, კიკნაძის სახელობის თბილისის №182 საჯარო სკოლა.
სამინისტროს წარმომადგენლის, მაია მუშკუდიანის თქმით, სკოლებში ვაშლების დარიგება ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქცია იქნება.
,,პროექტში დაახლოებით 20 000 ბავშვი ჩაერთვება. ბავშვებს ხილი კვირაში ერთხელ მიეწოდებათ. საპილოტე პროექტი ერთი სემესტრის განმავლობაში, დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
ეს კეთდება ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის და ბავშვების ინფორმირებულობისთვის, რომ ვასწავლოთ, რა არის ჯანსაღი და რა არის ვთქვათ არაჯანსაღი. ან მაგალითად, ვასწავლოთ ჩიფსები და წასახემსებლები რითი უნდა ჩაანაცვლონ, რომ უფრო ჯანსაღი პროდუქტით იკვებონ და ეს უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ.
კამპანიის გაგრძელების პერსპექტივა შედეგებიდან გამომდინარე განისაზღვრება და არ არის გამორიცხული, კვების ფესტივალის სახეც მიიღოს.
რახან ამას საპილოტე სახე აქვს, შედეგებიდან გამომდინარე განვსაზღვრავთ, მომავალში სხვა სკოლებში რა სახით გაგრძელდეს ეს კამპანია. შეიძლება ამან მომავალში კვების ფესტივალის სახეც მიიღოს. ამ ეტაპზე სხვადასხვა კამპანიები გვაქვს მოფიქრებული. ხილისა და კონკრეტულად ვაშლის თემაც ამ იდეის ერთ-ერთი მცირე კომპონენტია. ვნახოთ, რა შედეგებზე გაგვიყვანს“, - აცხადებს მაია მუშკუდიანი.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















